თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთმაც გადაასწრო ჩინეთს- 1 დღე-ღამის განმავლობაში 443 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთი უკვე მეორე ქვეყანაა, რომელმაც იტალიის შემდეგ კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით გადაასწრო ჩინეთს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 443 ადამიანი დაიღპა და 5552 დაინფიცირების ახალი შემთხვევა აღინიშნა.

საერთო ჯამში კი ვირუსით ინფიცირებულთა 47 610 შემთხვევაა, რომლისგანაც 3434 ფატალური აღმოჩნდა. გაიზარდა აგრეთვე გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და უკვე 5367-ს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, 2636 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია- მათ აღენიშნებათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები და უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

კორონავირუსით ყველაზე დაზარალებულად ამ დრომდე იტალია ითვლება, სადაც ინფექციის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6820-ია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა