თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

ამირან გამყრელიძის შვილი ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ, ორ დღეში დატოვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკა გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ ორ დღეში დატოვებს. მედიკოსთა შეფასებით, პაციენტი კლინიკურად გამოჯანმრთელებულია.

როგორც "ნიუპოსტს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, გამყრელიძეს ორი დღის წინ ჩაუტარდა გამოკვლევა კორონავირუსზე, რა დროსაც ანალიზმა სუსტად დადებითი აჩვენა. კორონავირუსზე კვლევა მას ხვალაც ჩაუტარდება.

„პაციენტს ვირუსზე კიდევ ერთი კვლევა ხვალ ჩაუტარდება, რომელიც 24 საათში განმეორდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტს კლინიკიდან გაწერენ“, - აცხადებენ ინფექციურ განყოფილებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა