თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქცინზე კიდევ 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"2020 წლის 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა",- ნათქვამი სებ-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა რთული ეკონომიკური მდგომარების გამო, ორი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, ჯამში 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა