თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

სინგაპურელმა მეცნიერებმა შექმნეს კორონავირუსის დიაგნოსტიკის უსწრაფესი ტესტი, რომელიც დაინფიცირების შესახებ პასუხს 5 წუთში გამოავლენს

იმ ფონზე, რომ კორონავირუსი მთელს მსოფლიოში ძალზე სწრაფად ვრცელდება და დაინფიცირების შემთხვევებმა უკვე თითქმის ნახევარ მილიონს მიაღწია, აუცილებელ საჭიროებად იქცა მაღალი ტექნოლოგიების მეშვეობით ისეთი სწრაფი ტესტების დამზადება, რომელიც კოვიდ 19-ზე ინფიცირებულს უმოკლეს ვადაში გამოავლენს.

აღნიშნულ საკითხში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწია სინგაპურელმა მეცნიერთა ჯგუფმა რომელთა მიერ შექმნილი ტესტი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა დაინფიცირებულია თუ არა ვირუსით ადამიანი.

პროფესორმა ჯეკი ინგმა, რომელიც სინგაპურის მეცნიერების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ნანობიო ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, თავის გუნდთან ერთად შექმნა ე.წ სწრაფი ტესტი, რომელიც კოვიდ 19-ის საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანზე ჩატარებული გამოვკლევის შემდეგ ინფიცირების შესახებ პასუხს 5 წუთში იძლევა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული გამოგონების სერიულ წარმოებაზე მთავრობა ნებართვას გასცემს, იგი ყველაზე სწრაფი ტესტი იქნება კორონავირუსით ინფიცირებულთა დიაგნოსტიკისთვის.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა