თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

"უსაფრთხოა თუ არა მარნეულის სოფლის მეურნეობის პროდუქცია"- სუბარის განმარტება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოხმარებისთვის სავსებით უსაფრთხოა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა დღის ამბებში განაცხადა.

"არანაირი საფრთხე ამაში არ არსებობს. სოფლის მეურნეობის პროდუქციას ისედაც ყოველგვარი ეპიდემიის თუ პანდემიის გარეშე ყველა რეცხავს, ახლა იგივე უნდა გავაგრძელოთ. შეიძლება, ვინმე ოდნავ მეტად გულიანად გარეცხოს. საფრთხე არ არსებობს, ეს მე მრავალჯერ გადავამოწმე ჯანდაცვის ექსპერტებთან", - თქვა სუბარმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა