თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

1000-ლარიანი დახმარება შემოსავალდაკარგულ ოჯახებს 3 თვის განმავლობაში - „ნაციოანლური მოძრაობის“ ახალი შეთავაზება ხელისუფლებას

არ შეიძლება ბრიფინგი არ დაიწყო მადლიერების გრძნობის გამოხატვით, რაც შეეხება ჩვენს მედიკოსებს, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციელებს და სამხედროებს. ამ ადამიანების გმირული მუშაობის შედეგია ის, რომ საქართველოში ჯერჯერობით სასიკვდილო ეპიდემიის აფეთქებას გადავრჩით - ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ საჭიროა, თოთუელ მათგანს ყველაფერი ჰქონდეთ იმისათვის, რომ თავისი მოქალაქეობრივი და სამსახურეოიბრივი მოვალეობა შეასრულინ და მათი ჯანმრთელობა საფრთხუის ქვეშ არ დადგეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას ახალ ინიციატივას სთავაზობს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, იმ ფონზე, როცა საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, უამრავი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა, ენმ ხელისუფლებას მიმართავს, 1000-ლარიანი დახმარება გაუწიოს შემოსავალდაკარგულ ოჯახებს 3 თვის განმავლობაში.

„შიმშილი არის დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ადამიანებს თავი გაჰქონდათ კვირიდან კვირამდე და თვიდან თვემდე. მათ არანარი დანაზოგი არ აქვთ. თუ მთავრობა არ ჩაერია, ეს ადამიანები ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე დადგებიან. წარმოვიდგინოთ, რა დღეშია არიან გარე მოვაჭრეები, ის ადამიანები, ვისაც თავისი პროდუქტი ჩამოჰქონდათ, რა დღეში არიან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. ეს არის 100 ათასამდე ოჯახი. ხელისუფლების ხელშია ეკონოიკის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და მათ ხელეწიფებათ განსაზღვრონ, ვინ არის მძიმე მდგომარეობაში. მარტო სოციალურად დაუცველებსა და დევნილებს თუ ვახსენებთ, უკვე გასაგებია, რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე

საწრაოფდ გასაკეთებელია შემდეგი რამ: გამოსაყოფია თითო ოჰახზე 3 თვის განმავლობაში 1000 ლარი, რომ ადამიანებმა თუნდაც მცირე პროდუქტის შეძენა შეძლოს. გვესმის რა მდგომარეობაში სახელმწიფო, მაგრამ საქართველოს მოაქალაქის სიცოცხლე შეუდარებელია ყველაფერთან. მოიჭრას პრემიბიბ და ხელფასები ბიუროკრატიულმა აპარატმა, გააჩერონ პერსონალური მონაქანები, შეწყვიტონ ბენზინის ხარჯვა და ეს ყველაფერი გადანაწილდეს საქართველოს მოქალაქეებზე. ლარის დევალვაციამ კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა მოქალაქეებს.

სოლიდარობა ერთობა და თანადგომა ეხება ყველას მათ შორის ბიზნესსაც და ეს არ არის კანონით განსაზღვრული, ეს მორალური, მოქალაქეობრივი ვალდებულებაა და ისე მოქცევა, რომ თითქოს ეს პანდემია არ ეხება ბიზნეს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარია“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა