თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ველოდებით ნაცხის პასუხებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადაყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ 14 დღის ჩვილის დედას, მასთან კორონავირუსი ჯერ დადასტურებული არ არის.

„პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. პარამეტრები სტაბილურია, ოფსიგინაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. რაც შეეხება დედას, როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი ინფიცირება ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ახალშობილს რაც შეეხება, ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს“ ,- აღნიშნა ლევან რატიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა