თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

იტალიელი მღვდელი, რომელმაც მრევლის მიერ ნაჩუქარი ხელოვნური სუნთქვის აპარატი ახალგაზრდა პაციენტს დაუთმო, კორონავირუსისგან გარდაიცვალა

იტალიელი მღვდელი, რომელმაც საავადმყოფოში თავისი ხელოვნური სუნთქვის აპარატი ახალგაზრდა უცნობ პაციენტს დაუთმო, კორონავირუსისგან გარდაიცვალა. 72 წლის ჯუზეპე ბერარდელი ბერგამოს პროვინციის ქალაქ ლოვერეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნული ქალაქი დაავადებისგან ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ დაზარალებულ საცხოვრებელ ზონათაგან ერთ-ერთია. ამის შესახებ წერს BBC.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, ასაკოვანმა სასულიერო პირმა უარი განაცხადა იმ ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენებაზე, რომელიც მრევლმა მისთვის შეიძინა. 72 წლის მღვდლის გადაწყვეტილებით სასუნთქი აპარატი ახალგაზრდა პაციენტს გადასცეს, რადგან იგი ძალზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ჯუზეპე ბერარდელი ქალაქ კაზნიგოს ეკლესიის ხელმძღვანელი და მთავარი მღვდელი იყო. მას შემდეგ, რაც მისი კუბო დასამარხად წაიღეს დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენლებმა, აღნიშნული ქალაქის მაცხოვრებლებმა სასულიერო პირის სულის პატივსაცემად ფანჯრებიდან და ბალკონებიდან ტაში დაუკეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსისგან დღემდე 50 მღვდელია გარდაცვლილი, ხოლო დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 6829 ადამიანს შეადგენს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა