თეგებით ძიება
25. 03. 2020 News-ები

„ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად ლარი 40%-ით გაძვირდა... ეს არის აბსოლუტური სიგიჟე“ - დავით ჭიჭინაძე

ეროვნული ბანკის მიერ უკვე 100 მილიონი დოლარის გაყიდვას „სიგიჟეს“ უწოდეს მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი. დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ეროვნულ ბანკს და მთავრობას არ გააჩნია პასუხი, რეალურად სად გადის და ვინ ყიდულობს ამ რაოდენობის ვალუტას.
„ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა!

რადგან, მაშინ როდესაც ტურიზმიდან 3 მილიარდი შემოგვდიოდა, გადმორიცხვებით 2 მილიარდი, არამგონია ამის დაბალანსება სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვინმემ მოახერხოს.

ამასთან, არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას პასუხი არ გააჩნია, რეალურად სად გადის, ვინ ყიდულობს ამ ოდენობის ვალუტას?!

კონვერტაციის პროცენტი მაინც დაუწესონ, ადამიანებს სასპეკულაციო სურვილი რომ დაეკარგოთ.

ეს ხომ საგანგებო სიტუაციაში გასატარებელი ღონისძიებებია?!

მხოლოდ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის დანგრეული ეკონომიკა, რომელიც ამ კრიზისის შემდეგ შეგვრჩება.

მითუმეტეს, როდესაც სახეზეა რეალობა, როცა ლარის ასეთი გაუფასურების ფონზე, ბანკებისთვის ადამიანებს 3 თვის კი არა, 10 თვის პროცენტის გადახდა მოუწევთ დოლარში და ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში ზის და შემოსავალი ლარში არ ეზრდებათ.

ამიტო, ფული, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, სწორად უნდა იქნას დახარჯული და არა ასეთი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით, როდესაც არავინ იცის, ვინ სად, ან რა ვალდებულებებით რიცხავს ამ ფულს;

უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარება;

გადასახადებისს დაწევა კონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია, მაგრამ ეს პირველ რიგში ადგილობრივ წარმოებას უნდა შეეხოს, ზოგ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს კიდეც გადასახადები.

ეს ყველაფერი კი იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ როდესაც კორონა ვირუსის კრიზისი გადაივლის, ადგილობრივი წარმოება შევინარჩუნოთ, მოვახდინოთ მისი განვითარება; არა მარტო შევინარჩუნოთ ის მცირე სამუშაო ადგილები, რაც დღეს გაგვაჩნია, შევქმნათ ახალი.

მთავარი გამოწვევა იქნება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფა.“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა