X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
პოლონეთსა და იორდანიაში ჩარჩენილი ქართველების გაუსაძლისი მდგომარეობა - ემიგრანტები, საქართველოს მთვარობისგან დახმარებას კვლავ ელოდებიან
  • პოლონეთსა და იორდანიაში ჩარჩენილი ქართველების გაუსაძლისი მდგომარეობა - ემიგრანტები, საქართველოს მთვარობისგან დახმარებას კვლავ ელოდებიან

    კორონავირუსის გავრცელების გამო პოლონეთში, საქართველოს 15 მოქალაქე ჩარჩა. ისინი დასახმარებლად საქართველოს საელჩოს უკვე რამდენიმე დღეა მიმართავენ, თუმცა ჯერ ჯერობით უშედეგოდ.


    ემიგრანტების განცხადებთ ძირითადი პრობლემა ბილეთის გაძვირებული ფასია. იმ შემთხევაში თუ 3 აპრილს დაგეგმილ სპეცრეისებს ვერ ჩამოჰყვებიან, ემიგრანტების უმეტესობა ყოველგვარი თავშესაფრისა და სახსრების გარეშე ქუჩაში რჩება.

    პოლონეთში შემქნილმა მდგომარეობამ ქართველი მიგრანტების ყოფა დააძიმა, შედეგად უმეტესობამ საარსებო მინიმუმიც კი დაკარგა.

    ''აქ არიან 10-15 ქართველი ყველას ერთი პრობლემა გვაქვს ბილეთის საფასური, აქ ბინაში თვის ბოლომდე გვაჩერებენ, მერე წადით საქართველოშიო. პოლონეთმა ჩვენი საამუშოა ფაბრიკაც დახურა, მივმართავ საქრთველოს მთვარობას გააიაფონ ბილეთი თორემ ქუჩაში ვრჩებით, საელჩოს უკვე 5 დღეა ვერ ვუკავშრდებით არავინ გვაპუსუხობს.''- აცხადებს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი.

    აგრეთვე, პანდემიის შედეგად მძიმე მდგომარეობაა იორდანიაში, კერძოდ ამაში მყოფი ქართველები. ამ დროისთვის იქ 18 ქართველია, რომელსაც საარსებო თანხაც არ აქვს. იორდანიის მთვარობა კი მოსახლეობს მხოლოდ წყალს ურიგებს. საქართველოს საელჩო ჯერ კიდევ არ დაკავშირებია ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან ყველანაირი დამხარების გარეშე.

    წყარო:newposts.ge
    5 ნახვა
    26-03-2020, 05:56
    News-ები