X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
"მინდა დაგაიმედოთ, რომ დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ" - სესიაშვილი ჯარისკაცებზე
  • "მინდა დაგაიმედოთ, რომ დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ" - სესიაშვილი ჯარისკაცებზე

    კორონავირუსის გავრცელების საფრთხე და მძიმე საკარანტინო რეჟიმი ბოლნისსა და მარნეულში - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, მარნეულში ჩავიდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.


    სესიაშვილმა იმ ხუთ სამხედროსთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც საავადმყოფოში მომატებული ტემპერატურით არიან მოთავსებული.

    სესიაშვილის თქმით, ოფიციალურ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს, თუმცა დიდი ალბათობით მათ კორონავირუსი არ აქვთ.

    „უნდა დაველდოოთ თავდაცვის სმაინისტროს ოფიციალურ განცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი და თავისთავად ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია, ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოკოლური წესით მოახდინა ყველა იმ ნორმის დაცვა, ისინი არიან მაქსიმალურად იზოლირებული, ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და უახლოეს ხანებში ოფიციალურადი ქნება ცნობილი. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, აქ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, დაგაიმედოთ, რომ სავარაუდდო მათ არ დაუდასტუდებათ“ ,- განაცხადა სესიაშვილმა.

    წყარო:newposts.ge
    4 ნახვა
    26-03-2020, 06:07
    News-ები