X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
''15 ადამიანის ანალიზის პასუხი, ვისაც კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა, უარყოფითია'' - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი
  • ''15 ადამიანის ანალიზის პასუხი, ვისაც კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა, უარყოფითია'' - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი

    რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 35 პაციენტია მოთავსებული. ინფორმაციას საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ავრცელებს. მისივე განმარტებით იმ 15 ადამიანის ანალიზის პასუხი, ვისაც კორონავირუსზე ლაბორატორიული ანალიზი გუშინ ჩაუტარდა, უარყოფითია. შედეგად, საავადმყოფოში არცერთი ინფიცირებული პაციენტია.


    „ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 35 პაციენტია. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოგეხსენებათ, ჩვენი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი, გადაყვანილი იქნა გორის ბოქსირებულ პალატაში. გუშინვე გაკეთდა 15 ანალიზი და ყველა მათგანს ნეგატიური პასუხი აქვს ინფექციაზე. ასე რომ, ამ წუთას ჩვენს კლინიკაში ინფიცირებული პაციენტი არ გვიწევს. მიმდინარეობს იმ პაციენტის მკურნალობა, რომელიც მარნეულიდან ორმხრივი პნევმონიით იქნა გადმოყვანილი. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა შედარებით, თუმცა სტაბილურად მძიმედ რჩება, მკურნალობა გეგმის მიხედვით გაგრძელდება“,- განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

    წყარო:newposts.ge
    35 ნახვა
    26-03-2020, 06:26
    loading...