X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული კორონავირუსისგან გარდაიცვალა
  • მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული კორონავირუსისგან გარდაიცვალა

    მსოფლიოში ცნობილი შეფმზარეული, ფლოიდ კარდოზი 59 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი. მამაკაცს 18 მარტს დაუდგინდა დაავადება, რომლის შემდეგაც იგი ნიუ-ჯერსის საავადმყოფოში მკურნალობდა. ამერიკელი მედიკოსების თქმით, მზარეულს ქრონიკული პათოლოგიები არ აღენიშნებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა ძალზე დამძიმებული იყო უკვე მას შემდეგ, რაც იგი საავადმყოფოში მოათავსეს. მას მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.


    შეგახსენებთ, რომ ვირუსი , რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამაოცხადა 2020 წლის 11 მარტს. აშშ-ში ყოველდღიურად იზრდება გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რაოდენობა კორონავირუსისგან- ამ დროისთვის დაავადებით დაღუპულია 1036 და დაავადებულია 68 573 ადამიანი- მხოლოდ უკანასკნელ 24 საათში 300-მდე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდ 19-ისგან.

    წყარო:newposts.ge
    13 ნახვა
    26-03-2020, 06:32
    News-ები