X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ნინო ბურჯანაძე მთავრობას: ,,რა გახდა დამატებითი ჩარტერის დანიშვნა"
  • ნინო ბურჯანაძე მთავრობას: ,,რა გახდა დამატებითი ჩარტერის დანიშვნა"

    ,,ვიცი რომ მთავრობა მუშაობს, მაგრამ ძალიან გაუგრძელდათ მუშაობა". - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართვრლოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ემიგრანტების სამშობლოში ჩამოყვანის საკითხს. მისივე განმარტებით საქართველოს მთვარობას შეუძლია უკრაინას მიმართოს ქართველი სტუდენტების დასაბრუნებლად. რომელებიც ყველანაირი დახმარების გარეშე უკიდურეს მგომარეობაში იმყოფებიან.


    ,,შეუძლებელია ამდენი ხნის განმავლობაში რა გახდა ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა. მაგალითად იორდანიაში სტუდენტები არიან ჩარჩენილები, რომლებიც ვიდეო მიმართვებსც ავრცელებენ და ამბობენ, რომ 3 დღის საჭმლის ფული აქვთ დარჩენილი. მესმის რომ იორდანიაში პირდაპირი ფრენები არ გვაქვს, მაგრამ მეგობარი სახელმწიფოები მათშორის უკრაინა ახორციელებს ფრენებს და მესამე სახელმწიფოს მეშვეობით შეიძლება ამ ადამიანების ჩამოყვანა.

    შეუძლებელია, ამ ადამიანების ვინც ლუკმა-პურის საშოვნელად ან სასწავლებლად არიან წასულები, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რეალური რეაგირების გარეშე დარჩენა. ნუ დაგვავიწყდება, რომ გარდა გარდა სტუდენტებისა, საზღვარგარეთ არიან ჩვენი თანამოქალაქეები ვინც მუშაობდნენ და სიმწრით ნაშოვნ ფულს აგზავნიდნენ დაცამით კვებავდნენ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. კარგად გაითვალისწინეთ, ვინც იქ არის დარჩენილი და გვეხვეწებიან დავეხმაროთ სამშობლოში დაბრუნებაში, არიან უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.

    ასე რომ მთავრობის ძალისხმევა საკმარისად ვერ ჩაითვლება. რა გახდა რამდენიმე ჩარტერის დანიშვნა, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ მიტოვებული სხვადასხვა ქვეყანის აეროპორტში და არ იხვეწებოდნენ ჩამოყვანას. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, დროყლად იქნას ეს ხალხი ჩამოყვანილი და კარანტინში მოთავსებული". - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

    ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ასევე ეხმაურება სოციალურ ქსელში მოსახლეობის მიერ აგრესიულ განცხადებებს, რომ ემიგრანტები არ უნდა ჩამოვიყვანოთ იმის შიშით რომ ვიურსს ჩამოიტანენ. მისივე თქმით გასაჭირის დროს მთვარი წამალი ერთმანეთის თანადგომაა.

    ''თქვენი შვილები, თქვენი დედები, თქვენი ოჯახის წევრები რომ იყვნენ იქ ასე ისაუბრებდით? ვინ არის ის ხალხი ვინც ასე საუბრობთ? ქართველები ხართ? მართლმადიდებლები ხართ? როგორ წერთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები არ ჩამოვიყვანოთ და გასაჭირში მივატოვოთ. მინდა ყველას მოგიწოდოთ, ყველა გასაჭირში მთავარი წამალი თაბაგრძნობა და სოლიდარობაა. ნუ დავკარგავთ ამ გრძნობას, თორემ კორონა ვიურუსზე უარეს გსნსაცდელში აღმოვჩნდებით. მეტი თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს ემიგრანტებს". - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

    წყარო:newposts.ge
    8 ნახვა
    26-03-2020, 07:10