თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

კორონავირუსით დაავადებულმა იტალიელმა მედდამ თავი მოიკლა

34 წლის იტალიელმა მედდამ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ „ფრონტის ხაზზე“ იბრძოდა, თავადვე დაავადდა ინფექციით და შეშინებულმა თავი მოიკლა.

იტალიელი მედიკოსების განცხადებით, დანიელა ტრეზი შექმნილი ვითარების ფონზე უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა- ექიმების თქმით, მას შემდეგ რაც მას აღმოაჩნდა კორონავირუსი იმაზე შიშობდა, რომ სხვებისთვის არ გადაედო დაავადება მანამ სანამ პაციენტებს მკურნალობდა სან გერარდოს საავადმყოფოში.

სან გერარდოს საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თქმით, დანიელა დაავადების დადასტურებიდან , 10 მარტიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და იგი არ იმყოფებოდა მედიკოსთა მუდმივი დაკვირვების ქვეშ. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში 1000-მდე ექიმს პაციენტების მკურნალობის პროცესში გადაედოთ დაავადება.

შეგახსენებთ, რომ იტალია კორონავირუსისგან ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ამ დრომდე, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 7500-ს, ხოლო დაავადებულთა რიცხვი კი 75 000-მდეა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა