თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

36 წლის ბრიტანელი ქალი, რომელსაც ექიმებმა ასაკის გამო ჰოსპიტალიზებაზე უარი უთხრეს, კორონავირუსით გარდაიცვალა

36 წლის ბრიტანელი ქალი თავის სახლში, სამხრეთ ლონდონში კორონავირუსისგან მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა ასაკის გათვალისწინებით რისკ ჯგუფში სავარაუდო არ ყოფნის გამო უარი უთხრეს ჰოსპიტალიზებაზე.

კაილა უილიამსი, 3 შვილის დედა 21 მარტს გარდაიცვალა. მისი ქმრის, ფაბიან უილიამსის განცხადებით, კაიალა რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერად ახველებდა, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა , ძლიერი ტკივილი მკერდისა და კუჭის არეში. ამის შესახებ წერს GUARDIAN-ი. ბრიტანული მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ქალს ინგლისელი „პარამედიკები“ კოვიდ 19-ის საეჭვო დიაგნოზით მკურნალობდნენ.

ფაბიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც მის ცოლს სუნთქვის პრობლემები შეექმნა და ღებინება დაეწყო, გამოიძახა სასწრაფო დახმარება. როდესაც ექიმები მოვიდნენ, მათ ტესტირება ჩაუტარეს უილიამსს, თუმცა განუცხადეს- იმის გამო რომ კორონავირუსის დაავადების მიმართ რისკ ჯგუფებს ძირითადად წარმოადგენენ ასაკოვანი ადამიანები, იგი პრიორიტეტს არ წარმოადგენდა, რის გამოც ვერ მიიღებდნენ საავადმყოფოში“. ფაბიანის მეუღლიის მდგომარეობა მეორე დღეს გაუარესდა და მძიმე სიმპტომების პარალელურად გარდაიცვალა. მამაკაცი ჯანდაცვის უწყებას უყურადღებობაში ადანაშაულებს, რამაც მისი მეუღლის გარდაცვალება გამოიწვია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა