თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

"რთული დროა "- აშშ-ს ელჩის მიმართვა მოსახლეობას და მადლობა ქართველ მედპერსონას, მესაზღვრეებს და პოლიციასა

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რამდენიმე დღეა სახლიდან მუშაობს და მთავრობის რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დარჩნენ.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეზღუდულია საელჩოს ფუნქციონირება და ვიზიტორების მიღება. ხორციელდება მხოლოდ გადაუდებელი სავიზო გასაუბრებები და ამერიკის მოქალაქეების მირება.

"რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო სფეროს თანამშრომლებს, მესაზღვრეებს, პოლიციასა და სხვა საჯარო მოხელეს პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული შრომისთვის", - აცხადებს ელჩი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა