თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

\'\'ოსული ქალი მარნეულელი 62 წლის პაცინეტის ახლო ნათესავია\'\' - ჯანდაცვის მინსიტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარძემ განცხადა, ინფიცრებული ორსული ქალი, რომელიც მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია, საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამავდროუალდ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ახლო კონტაქტების დადგენა.

„დღესდღეობით 79 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ერთ-ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ეს არის ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ, დღეს მარნეულში გამოკვლევა მიმართული არის ახლო კონტაქტებსა და ნათესავებზე. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა აქ დაადგინეს „კოვიდის“ ინფექცია და ის გადმოყვანილია ამ ეტაპზე თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმები ზრუნავენ უკვე მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა