თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო დავადგინეთ, ეს არის მისივე ოჯახის წევრი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია.

იმნძე ამბობს, რომ ინფიცირების წყარო მისივე ოჯახის წევრია, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.



„შეგვიძლია უკვე პრაქტიკულად დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს მისი ინფექცირების წყარო. ახლა საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება. მოგეხსენებათ, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.“ ,- განაცხადა იმნაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა