თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

იაპონიაში არსებულ ამერიკულ საზღვაო ბაზაზე კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკელ მეზღვაურს, რომელიც იაპონიაში, იოკოსუკას ამერიკულ საზღვაო ბაზაზე მსახურობს, კორონავირუსი დაუდგინდა- ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიაში მყოფ ამერიკული არმიის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით MILITARYTIMES-ი ავრცელებს.

იოკუსუკაში მყოფი ამერიკული საზღვაო ძალების მეთაურის, კაპიტანი მაიკლ ჯარეტ უმცროსის თქმით, დაავადებული მეზღვაური იაპონიაში ამერიკიდან 15 მარტს დაბრუნდა და იგი შემდგომში მკაცრ კარანტინში იქნა მოთავსებული 14 დღის განმავლობაში- ამ ხნის მანძილზე კი მას ეკრძალება სხვა სამხედროებთან ურთიერთობა.

ამერიკული არმიის საზღვაო ძალების სარდლობის 11 მარტის გადაწყვეტილებით, ყველა იმ სამხედრო პერსონალს, რომელიც დაბრუნდება იაპონიაში ამერიკიდან, 14 დღის განმავლობაში მოუწევს მკაცრ იზოლაციაში ცხოვრება. ამჟამად მიმდინარეობს იმ პირების გამოვლენა, ვისთანაც დაინფიცირებულ ჯარისკაცს ჰქონდა ურთიერთობა აშშ-ში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა