თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

ყველაზე მოთხოვნადი საქალაქათაშორისო მარშრუტები და მგზავრობის ფასები ტაქსით გადაადგილებისას

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთიხს გამო, 24 მარტიდან ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მოსახლეობის გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებას ტაქსი წარმოადგენს.

ტაქსის გამოძახების სერვის „მაქსიმის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტაქსით საქალაქთაშორისო მგზავრობების რაოდენობა 15-20 პროცენტით მოიმატებს, რადგან დედაქალაქიდან რეგიონებისკენ და პირიქით, მგზავრთა რაოდენობა დიდია.

მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, კომპანია მგზავრობის ფასს არ ზრდის და ის მოსახლეობისთვის კვლავ ხელმისაწვდომად რჩება. ბაზარზე არსებულ საშუალო ფასთან შედარებით, სერვისი „მაქსიმი“ მგზავრებს დაახლოებით 20 %-ით იაფად გადაადგილებას სთავაზობს. მაგალითად, თბილისიდან გორში მგზავრობა 47 ლარი ღირს; ხოლო თბილისიდან რუსთავში, კი - 22 ლარი.

„არსებულ სიტუაციაში ტაქსის სერვისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირსეული ალტერნატივაა. ჩვეულებრივ, ავტობუსთან შედარებით მომსახურება ძვირია, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ეს ინდივიდუალური მომსახურებაა და კერძო ავტომობილში სხვა ადამიანებთან კავშირი მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ამცირებს ვირუსის გავრცელების საფრთხეს. ჩვენი სერვისის მძღოლები იცავენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეირ გაცემულ რეკომენდაციებს“ - აცხადებს თორნიკე კირკიტაძე, ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმის» რეგიონალური დირექტორი.

ასევე, შეგახსენებთ, რომ არსებული სიტუაციის გამო ტაქსებში მგზავრების რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ეკონომი(2 მგზავრი), კომფორტი (2-4 მგზავრი), კომპაქტვენი (3 მგზავრი), მინივენი (4 მგზავრი).

გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად საქალაქათაშორისო მარშრუტებს და მგზავრობის ფასებს. აღნიშნული ფასები სავარაუდოა და შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზის (მარშრუტის გაგრძელება, ბარგის რაოდენობა, საგზაო სიტუაცია და ა.შ.) გამო.

თბილისი - გორი 47ლ. (ეკონომი)

თბილისი - ქუთაისი 135 (ეკონომი)

თბილისი - რუსთავი 21.4 (ეკონომი)

თბილისი - ზუგდიდი 205 (ეკონომი)

თბილისი - ფოთი 195 (ეკონომი)

თბილისი- ბათუმი 220 (ეკონომი)

თბილისი - თელავი 83 (ეკონომი)

თბილისი - გურჯაანი 63 (ეკონომი)

თბილისი - ახალციხე 120 (ეკონომი)

თბილისი - ამბროლაური 205 (ეკონომი)

თბილისი - ბორჯომი 92 (ეკონომი)

თბილისი - ოზურგეთი 185 (ეკონომი)

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა