X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
ნიკა მელია: "ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთი მხრივ, ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორე მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები დამცავი საშუალებების გარეშე"
  • ნიკა მელია: "ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთი მხრივ, ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორე მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები დამცავი საშუალებების გარეშე"

    "ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ზუგდიდში განვითარებუ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მელია, მომხდარს სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ხალხის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, ენმ-ის წევრების მხრიდან დისტანცირების დაცვა ვერ მოხერხდა. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ წესრიგის დაცვაში მათ პოლიციაც სათანადოდ არ მიეხმარა, განსხვავებით სხვა რეგიონებისგან.

    ნიკა მელია იქვე განმარტავს, რომ ხალხმრავლოსბი გამო არსებული რისკების გაანალიზების შემდეგ, პარტიის წევრების მხრიდან დამცავის საშუალებების დარიგების პროცესი მაშინვე შეწყდა,.

    "ზუგდიდთან დაკავშირებით...ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე. სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით. ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში. როგორც კი საფრთხე გაანალიზდადარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი. ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს. ზუგდუდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა" - წერს ნიკა მელია.

    წყარო:newposts.ge
    39 ნახვა
    26-03-2020, 10:20