თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და საგრანტო გამოცდების რეგისტრაციის თარიღი 30 აპრილამდე გაგრძელდება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო გამოცდების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00-მდე გაგრძელდება. აღნიშნული ცვლილება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს ეხება და არა - გამოცდების ჩატარების პერიოდს.

ამავდროულად განათლების ეროვნული ცენტრის განცხადებით, იმ აპლიკანტს ვისაც სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროება და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00-მდე უნდა წარადგინოს.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. "- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

განათლების სამინისტროს ცნობით, ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია და NAEC-ის ოფიციალურ Facebook და ვებგვერდებზე გამოქვეყნდება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა