თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა კახა იშხნელმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.

„ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის ორი წლის ბავშვთან დაფიქსირებული ეს შემთხვევა. ოჯახი გასული იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს აღმოჩნდა, დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრების ჩამოთვლა ზედმეტია, უბრალოდ, მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, დადასტურებული აქვთ, მაგრამ თვითონ მშობლები საბედნიეროდ არ არიან დაინფიცირებულები. დედას უწევს ბავშვთან ყოფნა, რა თქმა უნდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია,“- განაცხადა კახა იშხნელმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა