თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

\'\'უცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული\'\'- ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა, ზუგდიდში პირბადეების დარიგების აქციას და აღნიშნა რომ დარღვეული იყო ის რეკომენდაციები, რომელიც ვირუსის პრევენციისთვისაა გაცემული.

მისივე თქმით მოსახელობა მეტად უნდა იყოს ინფორმირებული თუ რა საფრთხის შემცვლელია პანდემიის გავრცელების დროს გაცემული რეკომენდაციები დარღვევა. თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის დასაცავად.

„COVID 19-ის ინფექცია დღესდღეობით არის ძალიან გლობალური გამოწვევა და ჩვენ უფლება არ გვაქვს ამით ვისარგებლოთ და ამასთან დაკავშირებით გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები. ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს. მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან მეც ვნახე ეს ვიდეოჩართვა - სახელმწიფო მათზეც ზრუნავს. ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი მხრიდან რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე პირადად, ადგილზე ვნახავ. იქ მობილიზებული იქნება, საკარანტინო სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. სამეგრელო, ზუგდიდი, ისევე, როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სამინისტრო, სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა