თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

"ვიყოთ ასე ერთად და ვეცადოთ, შემთხვევების ზრდა არ იყოს დიდი" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის ყველას , ვინც საქართველოში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის.

მისი ანცხადებით, ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ინფექციის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ერთი თვის თავზე, ქვეყანაში დაინფიცირების ნახტომისებური ზრდა არ არის.



„დღეს შესრულდა ზუსტად ერთი თვე, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მივდივართ დუნე ზრდით, ქვეყანაში არ გვაქვს ნახტომისებური ზრდა, ღვთის წყალობით და ეს არის იმის ხარჯზე, რომ ყველა ერთად იბრძვის. დაწყებული საზღვრიდან, თითოეულ მესაზღვრეს, მებაჟეს მადლობა, ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ვინც იქ დგანან, მადლობა ყველას, ვისაც შემდეგ ეს ადამიანები საზღვრიდან კარანტინში თუ საავადმყოფოში გადაჰყავს, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალს მადლობა, ყველა უწყებას, ვინც დღეს აქ იყო წარმოდგენილი, ყველას მადლობა. ეს პატარა რაღაც, ამ ერთი თვის განმავლობაში რომ დიდი ზრდა არ გვაქვს, არის ერთიანობის მიღწევა. ვიყოთ ასე ერთად და ვეცადოთ, რომ მომავალი ერთი თვეც, თუ ასეთი დუნე ზრდით წავედით, შემთხვევების ზრდა იქნება, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს იყოს ასეულები, უნდა იყოს 5, 10, 15 დღეში, თუ იქნება. ამას მოერევა ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამას გაუძლებს, მაგრამ რთული იქნება, თუ ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა. ამიტომ ყველამ ერთად და არ გვინდა ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერა, არავის სჭირდება, დღეს მთავარი პოლიტიკაა, დამარცხდეს ეს ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა