თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

არის იმედი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 პაციენტის გადარჩენაც მოხერხდება - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, განაცხადა, რომ ინფექციურში მყოფი 44 პაციენტიდან 10 გაჯანმრთელებული გაეწერა და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა.

თენგის ცერცვაძის განცხადებით, ახლა ინფექციურ კლინიკაში 34 პაციენტი რჩება და მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„ერთი გადაცილებულია 80 წელს, ხოლო ორი გადაცილებულია 60 წელს და მათ აღენიშნებათ მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და მათი მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა ყველაფერი კეთდება მათი სიცოცოხლის გადასარჩენად. არის იმედი, რომ ამ სამი საციენტის გადარჩენაც მოხერხდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შედარებით ნაკლებად მძიმე, ან მსუბუქია“ - განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა