თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე - ინფქციური

გუშინ დილის შემდეგ დადასტურებული COVID 19-ის 4 ახალი შემთხვევიდან, 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 მძიმე პაციენტიდან სამის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ხოლო ერთის მდგომარეობა კვლავ განსაკუთრებით მძიმეა.

„ამ ოთხი პაციენტიდან ერთი არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხდება. დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ სამთან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას. ჯერჯერობით მაინც ვამბობთ, რომ ამ პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობას და ანალიზს მოითხოვს“ ,- განაცხადა ერზუგბაიამ.

ამასთან, როგორც ირკვევა, 13 გამოჯანმრთელებულიდან 12 ინფექციურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. 11 უკვე გაეწერა, ხოლო მე-12, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დატოვებს კლინიკას.

ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, COVID 19-ით ინფიცირებული 34 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნად დღეს დილით კიდევ 7 პაციენტის სინჯს აიღებენ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა