თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

\'\'ყოველდღე მირეკავენ ბინის დაცლაზე, მოგვცენ შანსი შევიძინოთ ბილეთი და დავუბრუნდეთ ჩვენს სამშობლოსა\'\' - ქართველი ემიგრანტები კვლავ დახმარებას ელოდებიან

ჩვენც მოგვცეს სახელმწიფომ შანსი რომ შევიძინოთ სპეცრეისის ბილეთი და არა საელჩომ გადაწყვტოს ვინ უნდა წავიდეს და ვინ არა.
კორონავირუსის გავრცელების გამო, პოლონეთში უმუშევრად დარჩენილი ქართველები სამშობლოში დასაბრუნებლად კვლავ დახმარებას საქართველოს მთვარობისგან ითხოვენ.

მათი განცხადებით, მინიმლაური შემოსავლისა და თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილები. 28 მარტს დანიშნულ სპეცრეისზე კი ბილეთების ყიდვა ვერ მოასწრეს. სადაც საქართველოს საელჩომ, მგზავრები საკუთარი სპეციალური სიებით შეარჩია.

ქართველი ემიგრანტები მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ ყველა ემიგრნატს მიეცეს შანსი სამშობლოში დაბრუნების, რომელიც 3 აპრილს დანიშნული სპეცრესით შესრულდება.

\'\'ჩვენც მოგვცეს სახელმწიფომ შანსი რომ შევიძინოთ სპეცრეისის ბილეთი და არა საელჩომ გადაწყვტოს ვინ უნდა წავიდეს და ვინ არა. 28 მარტის სპეცრეისის ბილეთები ზუსტად 10 წუთში გაიყიდა. 3 აპრილსაც ასეც მოხდება, ყოველდღე მირეკავენ ბინის დაცლაზე, მივმართავ მთვარობას, მოგვცენ შანსი შევიძნოთ ბილეთი და დავუბრუნდეთ ჩვენს სამშობლოსა და ოჯახის წევრებს\'\'- განაცხადა ერთ-ერთმა პოლონეთში მყოფმა ემიგრნატმა, ტელეკომპანია \'\'მთავართან\'\' საუბრისას.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა