X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
"მდგომარეობა მძიმეა,სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ"- დმანისიდან და ბოლნისიდან ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს
  • "მდგომარეობა მძიმეა,სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ"- დმანისიდან და ბოლნისიდან ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს

    ტურძელაძის განცხადებით, ჩვილებს კორონავირუსზე ტესტს აუღებენ.

    რამდენიმე წუთის წინ დმანისიდან და ბოლნისიდან ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი, 27-ზე.

    კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე ამბობს, რომ ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

    კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა.

    წყარო:newposts.ge
    294 ნახვა
    27-03-2020, 04:12
    News-ები