თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

\'\'ამ ეტაპზე კლინიკაში სამი ახალშობილია, მათი მდგომარეობა მძიმეა\'\'- ლევან რატიანი

ამ დროისათვის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი ახალშობილი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მართვას ექვემდებარება. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ავრცელებს.

მისვე თქმით, ამავე სამედიცინო ცენტრში 13 ინფიცირებული ადამიანია მოთავსებული, მათი მდგომარება კი დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე სულ არის სამი ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა მართვადია. კლინიკაში სულ იმყოფება 13 ინფიცირებული, ორი აქედან კლინიკური მედიცინის დეპარტამენტშია. მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა მართვადია. ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია“ ,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა