თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

\'\'ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ... ჩვენ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ ერთი კაცობრიობა ვართ“- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

\'\'უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად.. ჩვენ ომში ვართ \'\' - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი ვირტუალურ სამიტზე რომელიც კორონავირუსს გავრცელებას ეხება.

მისივე თქმით, დიდი ალბათობაა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს, თუ კონკრეტული ქვეყნის მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიმართავს.

„მილიონობით ადამიანი შეიძლება მოკვდეს თუ მთავრობები აგრესიულ ქმედებებს არ მიიღებენ. პანდემია მსოფლიოს სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს ანადგურებს. უნდა იბრძოლოთ, იბრძოლოთ მაგრად, ჯოჯოხეთურად უნდა იბრძოლოთ. იბრძოლეთ ისე, რომ თქვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული და ეს მართლაც ასეა“,-აღნიშნა გებრეიესუსმა.

გებრეიესუსის განმარტებით ყველამ შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, ეს ყველას „ვალდებულებაა“.

„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. უნდა ავაშენოთ სწრაფად, გავზარდოთ, ვასწავლოთ. ეს ალტერნატივა არ არის. ეს ვალდებულებაა. ჩვენ შეიძლება სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ ჩვენ ერთნაირად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ ერთი კაცობრიობა ვართ“,- აღნიშნა გებრეიესუსმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა