თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

"ეს ქალბატონი მანამდე განიკურნება და გააჩენს ჯანმრთელ ბავშვს" - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოა დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით იფიცირებულ ორსულ ქალზე საუბრობს.

ცერცვაძის თქმით, ქალი მშობიარობამდე შეძლებს ვირუსისგან განკურნებას. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით ითვლება, რომ ეს ინფექცია მუცლად ყოფნის პერიოდში არ გადაეცემა

„ორსული ქალი ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივ კონტაქტშია საზოგადოებასთან, მათ შორის, სავარაუდოდ ინფიცირებულებთან და ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ორსულთან დადასტურება რაიმე განსაკუთრებული არ არის, მით უმეტეს, ჯერჯერობით ითვლება, რომ ეს ინფექცია მუცლად ყოფნის პერიოდში არ გადაეცემა. ასე რომ, ეს ქალბატონი მანამდე განიკურნება და გააჩენს ჯანმრთელ ბავშვს", - დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა