თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

კორონავირუსი და ორსულობა

არის თუ არა განსაკუთრებულად საშიში კორონავირუსი ორსულებისთვის?

ამ მიმართულებით კორონავირუსის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. ამერიკის ეპიდემიოლოგიის სამსახურში აცხადებენ, რომ ასაკოვან ადამინებთან დაკავშირებით ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული - რომ ისინი მაღალი რისკის ჯგუფში არინა, ორსულებზე კი მსგავსი დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

"არსებობს მცირე რაოდენობით ცნობები იმის შესახებ, რომ covid19-ით ინფიცირებული დედების მშობიარობისას იყო გარკვეული გართულებები (მაგალითად, ნაადრევი მშობიარობა), მაგრამ იყო თუ არა ეს დაკავშირებული დედის ინფექციასთან, დადასტურებული არ არის და არც ახალშობილ ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულა"- აცხადებენ ამერიკელი
ეპიდემიოლოგები.

წყარო:mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა