თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

ყველა პროდუქტი როდი მიდის სპირტიან სასმელთან

არაა რეკომენდებული არაყსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელთან მჟავე კიტრითა და სხვა დამარინადებული ბოსტნეულით წახემსება. ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ძმარი, რომელიც აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს.

თუ ამას დაემატება ალკოჰოლიც, იზრდება ანთების განვითარების რისკი. ძლიერდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სპირტიანი სასმლის შეწოვაც. ანალოგიურ ეფექტს ახდენს ცხარე პროდუქტები. ამგვარი ერთობლიობის რეგულარული მიღებისას იზრდება გასტრიტის, ეროზიისა და კუჭის წყლულის განვითარების რისკი.

ექიმები გვირჩევენ დამარინადებული ბოსტნეულის მიღებისგან თავის შეკავებას და მის შეცვლას მჟავე კომბოსტოთი. აღნიშნული პროდუქტი გამოირჩევა მეთიონინის შემცველობით. ეს ნაერთი ხელს უშლის წყლულის განვითარებას და ახორცებს კუჭის
ლორწოვან გარსს.

ქინძი, მწვანე ხახვი, სალათის ფურცლები და სხვა მწვანილი, თავის მხრივ, შესანიშნავი აბსორბენტია ალკოჰოლისა და კერძის ცხიმისათვის.

წყარო:mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა