თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

სახლში ბევრი ისეთი ნივთია, რომელიც ვირუსს „იზიდავს“

ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კორონა-კრიზისში ხელების დაბანა, მაგრამ გაიხსენეთ - რას ვაკეთებთ ხელების დაბანის შემდეგ?

დიახ, ხელების დაბანის შემდეგ - ვკეტავთ ონკანს, ვიმშრალებთ პირსახოცით და ვეხებით კარის სახელურს. შემდეგ სმარტფონს ვსქროლავთ, კომპიუტერის კლავიატურაზე ვმუშაობთ ან ტელევიზორის პულატს ვიღებთ.
ჰოდა, ვირუსი შეიძლება, ნებისმიერ ასეთ ნივთზე აღმოჩნდეს.

მოდით, გადავხედოთ, რომელი ნივთების ზედაპირი უნდა გავწმინდოთ რეგულარულად.



საყოფაცხოვრებო საგნები

ასეთ საგნებზე ვირუსი შეიძლება რამდენიმე დღეც კი ცოცხლობდეს.
სარისკო კონტაქტებში, რომლებიც ამარტივებს ვირუსის გადაცემას, შედის, მაგალითად, შუქის ჩამრთველები და როზეტები, გაზქურის ზედაპირი, მიკროტალღური ღუმელის ღილაკები. მაცივრის, უჯრების, კარების სახელურები და ა.შ.

ხელების დაბანის დროს შესაძლოა არც ვიცოდეთ, რომ ვირუსები ონკანზეც გროვდება, რომელსაც ვეხებით როგორც დაბანის წინ, ასევე დაბანის შემდგომ. თუ სპეციალისტების თქმით, სააბაზანოში ვირუსების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სწორედ ონკანზეა.
ვირუსები ასევე შეიძლება არსებობდნენ ნახმარ პირსახოცებზე.

ის ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ვეხებით, შეგვიძლია (დეზინფექციის საშუალებების ალტერნატოვად) გავწმინდოთ ძმრით. ონკანები პერიოდულად უნდა გავწმინდოთ სააბაზანოსთვს განკუთვნილი ნებისმიერი საშუალებით. პირსახოცი უნდა გამოცვალოთ, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც და გავრეცხოთ, მინიმიუმ, 60 გრადუს ტემპერატუტრაზე. ოჯახის თითოეულ წევრს საკუთაო პირსახოცი უნდა ჰქონდეს.

ელექტრონული მოწყობილობები და აქსესუარები

ტელევიზორის პულტი მშვენიერი „სასადილო მაგიდაა“ ვირუსებისთვის.
სმარტფონს კი, ამერიკელი მკვლევარების მონაცემებით, დღის განმავლობაში, საშუალოდ, 2600-ჯერ ვეხებით!
ყოველ შეხებაზე არსებობს რისკი, რომ ვირუსი ხელზე გადაგვედება, საიდანაც პირში, ცხვირში ან თვალში მოხვდება.
ასეთივე საფრთხეს წარმოადგენს ნოუთბუქები, კლავიატურები, მაუსები.

ამიტომ ეს ნივთებიც რეგულარიულად უნდა ვწმინოდთ - მაგალითად, ანტისეპტიკური ხელსახოცით, რაც ძალიან მარტივია. ასევე შეიძლება, რა თქმა უნდა, სარეცხი საშუალებების გამოყენება.

დაბოლოს - კბილის ჯაგრისი!

თუკი თქვენ ჯანმრთელი ხართ, კბილის ჯაგრისზე ვირუსი, როგორც წესი, არ არის, მაგრამ მაინც აუცილებელია, ჯანმრთლემა ადამიანმაც კბილის ჯაგრისი 3 თვეში ერთხელ მაინც გამოცვალოს. როგორც კი მცირე სურდოს ან მსგვს სიმპროტმებს, მით უფრო ვირუსს გამოივლით, კბილის ჯაგრისის განახლება უკვე სასიცოცხლოდ აუცილებელია,რადგან ჯაგრისზე დიდხანს დარჩება არამხოლოდ COVID-19, არამედ ნებისმიერი სხვა ვირუსი.


წყარო:funtime.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა