თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

ქატო ქოლესტერინის დონეს ამცირებს

ყველას გსმენიათ ქატოსა და მისი სასარგებლო თვისებების თაობაზე. არავის უკვირს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობის მოსაწესრიგებლად, ნაწლავური სისუსტისა და ყაბზობისთვის მისი გამოყენება. ქატო ქოლესტერინის დონესაც საგრძნობლად ამცირებს სისხლში. ეს თავად გამოვცადე, როცა მეგობარმა, მედიკამენტების ნაცვლად, სისხლში ქოლესტერინის დონის მოსაწესრიგებლად ქატოს გამოყენება შემომთავაზა:

200 გრამ ქატოს დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი და შემოდგით დაბალ ცეცხლზე, ადუღებიდან 15 წუთი კვლავ ადუღეთ, გადმოდგით და როცა გაცივდება, გაწურეთ. შეინახეთ მინის ჭურჭელში. მიღების წესი კი ასეთია: მიიღეთ ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე 10 წუთით ადრე.
მკურნალობის კურსი 1 თვე.

წყარო:mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა