28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. საკმარისია ცოტათი შეცვალოთ თქვენი აზრებისა და მოქმედებების მიმართულება, რომ მაშინვე გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან მთელი რიგი პრობლემები. ახალი საინტერესო ნაცნობობა მეგობრების წრესა და ინტერესების სფეროს გაგიფართოვებთ. მოგეცემათ კარგი პერსპექტივები სულიერი და შემოქმედებითი ნიჭისათვის.
კურო. უკიდურესად არახელსაყრელი დღე გელით. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები და გაუგებრობები პარტნიორებთან ან ხელმძღვანელებთან. შეეცადეთ საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და შორსმხედველობა გამოიჩინოთ. ერიდეთ ხმაურიან თავშეყრის ადგილებსა და ალკოჰოლის მიღებას. სერიოზული ტრავმის ან ავადმყოფობის საშიშროება არსებობს.
ტყუპები. ეს დღე საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. ყოველი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება და იმპულსური ნაბიჯი ყველაზე გაუთვალისწინებელ შედეგებს მოგიტანთ. თავს ძალიან ენერგიულად იგრძნობთ. თუმცა ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების ტენდენციის გამო შეიძლება წარმატებამ ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. შესაძლებელია სწორედ დღეს მოგიხდეთ ოჯახური ან პირადი პრობლემების მოგვარება, რაც ყველაფერ დანარჩენს უკანა პლანზე გადასწევს. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელს ბედი გაგიღიმებთ და მოგებას იგემებთ ან მომგებიან შენაძენს განახორციელებთ.
კირჩხიბი. დღევანდელ დღეს ძველ მეგობრებთან ერთად გაატარებთ. სამაგიდო თამაშები, ძველი მოგონებები და ცოტაოდენი დასალევი დაგეხმარებათ მოდუნდეთ და პრობლემები დაივიწყოთ.
ლომი. დაასრულეთ ძველი საქმეები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ შვებულებაში, დროა ის მოითხოვოთ. ხელმძღვანელები ამაზე უარს არ გეტყვიან. დღის მეორე ნახევარი წყალთან სიახლოვეს გაატარეთ. ეს თქვენს ნერვებზე დამამშვიდებლად იმოქმედებს და ძალების აღდგენაშიც დაგეხმარებათ.
ქალწული. ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ. არ ღირს მოგზაურობა, რადგან ის წარუმატებელი აღმოჩნდება. მოსალოდნელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სერიოზული უსიამოვნებები: ძარცვა, ხანძარი ან დაზიანება. შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ურთიერთობებს ნათესავებთან, მეგობრებთან, ბავშვებთან. ეს დაგეხმარებათ დღის ნეგატიური ტენდენციის შემცირებაში.
სასწორი. გენიალური აზრები და იდეები გეწვევათ. ყოველი იდეა ფურცელზე გადაიტანეთ და კარგად გაიაზრეთ. დღეს ნამდვილ სიმართლეს მოისმენთ. კარგად დაფიქრდით საკუთარ სამომავლო მოქმედებებზე. გაახარეთ საყვარელი ადამიანი საჩუქრით, ეს დაგიფასდებათ.
მორიელი. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. საღამოს სპორტით დაკავების ან აქტიური დასვენების დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდებათ.
მშვილდოსანი. გარშემომყოფები ელიან თქვენგან დათმობას და თქვენც თმობთ, თუმცა შემდეგ სინანულს გრძნობთ ხოლმე ამის გამო. ამიტომაც უმჯობესია არ ხარჯოთ ძალისხმევა ამ მიმართულებით და სხვა საქმეს მიხედეთ. საღამოს უსიამოვნო შეხვედრა გელით, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგი შეიძება თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ ინტრიგების ხლართვა გეხერხებათ.
თხის რქა. ამ დღეს ჩვეულებრივზე მეტი დაკვირვებულობა გმართებთ. უნდა აკონტროლოთ ყველა და ყველაფერი, რაც თქვენს გარშემო ხდება, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. საერთო დაძაბული ფონი ნეგატიურ მოვლენებს შეუწყობს ხელს.
მერწყული. ძალიან აქტიური და შემოქედებითი დღე გელით. თავს ენერგიულად და მხნედ იგრძნობთ. თუმცა მოსალოდნელია ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების ტენდენცია, რასაც შეუძლია წარმატება ნებისმიერ წუთს მარცხად გიქციოთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ სერიოზული საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვას ან სამომავლო გეგმების დასახვას. შესაძლოა სახლის ან პირადი პრობლემების მოგვარება მოგიხდეთ, რაც საქმესა და ბიზნესს უკანა პლანზე გადასწევს.
თევზები. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მარცხს და ტყუილად ნუ განერვიულდებით. უბრალოდ შეეცადეთ როგორმე გადააგოროთ ეს დღე და მერე ყველაფერი დალაგდება. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კი აუცილებელია. შეიარეთ ექიმთან გასასინჯად. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ თვალებზე.