29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. დღეს შეიძლება არასასოამოვნო მოვლენათა ცენტრში აღმოჩნდეთ. საკუთარი აზრის დაცვა და იმის მტკიცება მოგიწევთ, რომ სწორად იქცევით. შეეცადეთ დაალაგოთ ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთებს და ერიდეთ აზარტულ თამაშებს, - ეს დიდ უსიამოვნებებს მოგიტანთ. არ ღირს ალკოჰოლის მიღება.
კურო. ვარსკვლავები გირჩევენ გულთან ახლოს არ მიიტანოთ თავს დატყდარი პრობლემები. ყველაფერი გაივლის, თუმცა ამისათვის საკმაო ძალისხმევა დაგჭიდებათ. წარმატებული იქნება ახალ პარტნიორებთან შეხვედრები, რომლებიც არაფორმალურ სიტუაციაში მოხდება. თუ ფულთან მიმართებაში სიფრთხილეს გამოიჩენთ, ადვილად დაფარავთ საკუთარ ხარჯებს და ცოტა ეკონომიასაც გააკეთებთ.
ტყუპები. კარგი დღეა განმარტოვებისა და ფიქრისთვის. თავი შორს დაიჭირეთ დამღლელი საქმეებისა და მღელვარე კამათისაგან. ეცადეთ სძლიოთ ცდუნებას. არ ღირს დაპირებების გაცემა - მათ შესრულებას ვერ შეძლებთ. მოსალოდნელი მოწამვლის თავიდან ასაცილებლად ყურადღებით აირჩიეთ საკვები პროდუქტები.
კირჩხიბი. ჩანაფიქრის განხორციელების დროა. თქვენი მოცდენის უფლებას ნუ მისცემთ სიზარმაცესა და ეჭვებს. ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნეთ. კარგი დღეა შიმშილობისა და ფიზიკურ ვარჯიშზე გათვლილი სწორი დიეტის შერჩევისთვის. იზრუნეთ კბილებზე.
ლომი. თქვენთვის შეიძლება ამ დღემ მოულოდნელი ცვლილებები მოიტანოს, ამიტომ არ ღირს არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. თუ უფროსი თაობის ნათესავებთან საუბარი მოგიწევთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ერიდეთ კამათს. ეს შეიძლება სერიოზული ჩხუბის მიზეზი გახდეს.
ქალწული. ნეგატიური დღე გელით. შეიძლება თქვენი მისამართით ცილისწამება გაიგოთ, რაც თქვენს წინსვლას შეაფერხებს. არ ღირს სარისკო საქმიანობაში ან ავანტიურებში მონაწილეობა. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ძალიან დიდი ალბათობაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა.
სასწორი. დღეს გაუთვალისწინებელი ხარჯებია მოსალოდნელი. ვინმემ თქვენი გარემოცვიდან შეიძლება თქვენით მანიპულირება ან დასმენა მოინდომოს, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოიჩნეთ და ნუ აჰყვებით პროვოკაციას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, - ვირუსული ინფექციის საფრთხე არსებობს.
მორიელი. მცირედი სირთულეებია მოსალოდნელი პროფესიულ სფეროში. შეეცადეთ ხელმძღვანელებთან კამათისაგან თავი შეიკავოთ.
მშვილდოსანი. აუცილებელია თავშეკავება და დელიკატურობა გამოიჩინოთ იმისათვის, რომ არ მოგივიდეთ კამათი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან და მთელი დღე სკანდალურ ატმოსფეროში არ გაატაროთ.
თხის რქა. ვარსკვავები გირჩევენ არ დაჯდეთ სახლში და რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე. რადგანაც მოსალოდნელია, რომ სწორედ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელსაც მომავალ ცხოვრებას დაუკავშირებთ. ფინანსური მდგომარეობა დღეს სტაბილურობას გპირდებათ.
მერწყული. შესაფერისი დღეა გაბედული და გადამწყვეტი მოქმედებებისათვის. შეგიძლიათ დაიწყოთ რამე მნიშვნელოვანი, მოახდინოთ გარღვევა მიმდინარე საქმეებში, წახვიდეთ სამოგზაუროდ ან შეიცვალოთ სამსახური. ყოველი თქვენგანი მიიღებთ თქვენს შანსს ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი და სრულად მოახდინოთ მოცემული შესაძლებლობების რეალიზება.
თევზები. შედეგებს დღეს აქტიური მოქმედებები მოგიტანთ. მოიშორეთ ეჭვები და მთელი ძალები დასახული მიზნის მიღწევას მოახმარეთ. შეგიძლიათ გაბედულად შეუდგეთ ახალ საქმეს ან მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კარგი დღეა საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად ან სუფთა ჰაერზე სასეირნოდ.