თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

რაც პა­ცი­ენტ 54-თან, მარ­ნე­უ­­ლელ 62 წლის ქალ­ბა­ტონ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი დიდ­წი­ლად იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლია. ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ არ იცის ქარ­თუ­ლი ენა და შე­სა­ბა­მი­სად, თვალ­ყურს არ ადევ­ნებს ქარ­თუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის მუ­შა­ობს. ამას­ვე ამ­ბობს სემა სა­დი­კი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გარ­დაბ­ნი­და­ნაა, ად­გი­ლი­დან, რო­მე­ლიც ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი­თაა უმე­ტე­სად და­სახ­ლე­ბუ­ლი.

სემა 20 წლის არის და თსუ-ს მე­ო­რე­კურ­სე­ლია. ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ლა­მის“ გამ­გე­ო­ბის წევ­რი, კა­პიტ­ნის მო­ად­გი­ლე, რომ­ლის სა­უბ­რი­და­ნაც ვი­გებთ, რომ მათ რა­ი­ონ­შიც, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან თით­ქმის არა­ვინ იცის ქარ­თუ­ლი და ჭირს მათ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი
ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა.

„ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩვენი ქვე­ყა­ნა და რო­გორც უკვე ვი­ცით, ბოლ­ნი­სი და მარ­ნე­უ­ლი რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა - ამ რე­გი­ო­ნებ­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. ყვე­ლა­ფე­რი ისევ იმ პრობ­ლე­მის ბრა­ლია, რა­ზეც უკვე მო­გახ­სე­ნეთ. იქ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა, კერ­ძოდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი თემი, ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას დი­დად არ ფლობს. არა­და, რო­გორც იცით, კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არის ქარ­თუ­ლად. ამი­ტომ, „ჩე­ლენ­ჯი“ წა­მო­ვი­წყეთ, მო­სახ­ლე­ო­ბას, ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბას, ჩვენს ხალ­ხს, სა­კუ­თარ ენა­ზე მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია. მარ­თა­ლია, ახლა თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნი­დან ვარ და იქაც, რო­გორც მარ­ნე­ულსა და ბოლ­ნის­ში, თა­ვი­დან, რო­გორც სა­ჭი­როა, ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ ახა­ლი კო­რო­ნას შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს. მა­გა­ლი­თად, დღე­საც, გარ­და­ბან­ში ისე და­დის ხალ­ხი, ვი­თომც არა­ფე­რი ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და, მით უმე­ტეს, მსოფ­ლი­ო­ში. არ იციან, რომ სა­ში­ნე­ლი ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ყვე­ლაფ­რის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვონ, ის­ხდნენ სახ­ლში.

- ამ ადა­მი­ა­ნებ­თან კარ­და­კარ და­დი­ხართ?

- არა, კარ­და­კარ სი­ა­რუ­ლი ახლა სა­ხი­ფა­თოა. ამ ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბაა სა­ჭი­რო, რაც არ გვაქვს. ვრე­კავთ ტე­ლე­ფო­ნით, ვი­ყე­ნებთ "ვოთ­საფს", სო­ცი­ა­ლურ ქსელს. მათ შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს ვე­სა­უბ­რე­ბით, ვწერთ, რომ მი­ა­წო­დონ უფ­როს თა­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცია. ამას­თან, რე­გი­ო­ნებ­ში არის არ­ასამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც და მათ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ. ვცდი­ლობთ, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მათი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მოხ­დეს.


წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა