თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

"ეს კაცი გეუბნებათ, რომ რასაც საკუთარი თვალებით ხედავთ არ უნდა დაიჯეროთ" - მიხეილ სააკაშვილი კახა კალაძის განცხადებაზე

ხალხმრავლობა თბილისსა და ზუგდიდში და კალაძის კომენტარი აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით - მიხეილ სააკაშვილი კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველაფერი ნათელია. მისი თქმით, თბილისის მერი ხალხს ეუბნება, რომ საკუთარი თვალით ნანახს არ დაუჯერონ.

"ყველაფერი ნათელია ისედაც, ეს კაცი გეუბნებათ, რომ რასაც ხედავთ თვალებს არ უნდა დაუჯეროთ. კი, ბევრნი ვიყავით შეკრებილი, კი პირბადეები არ გვეკეთა, მარამ მერე რა. ჩვენ ვთავაზობდითო, მაგრამ ხალხო გამოვედი, შევთავაზე, წერილები გავუგზავნე თადაცის სამინისტროს, მეტი რა უნდა გვექნა. შევთავაზეთ ყველანაირი დახმარება და მათ თქვეს უარი. როცა იძაციან აი, ვიღაცა ქულებს იწერს, თქვენ ჩაიწერეთ ქულები, თქვენ დაეხმარეთ ხალხს" - აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ზუდგდიდში საქველმოქმდო აქციის ფარგლებში მოსახლეობისთვის ახალგაზრდა ლიდერებმა პირბადეები და კორონავირუსისგან დამცავი საშუალებები დაარიგეს, ადგილზე ხალხმრავლობის გამო, აქციის ორგანიზატორები საპატრულო პოლიციის მიერ 15 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

მსგავსი ტიპის აქიცა ჩატარდა თბილისში, რომელსაც მერი კახა კალაძე სწრებოდა, სადაც დახურულ სივრცეში ასევე იყო შეკრეილიო 10ზე მეტი ადამიანი, რასაც სამართალდამცავების მხრინდა რეაგირება არ მოგყოლია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა