თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

ხალხური მეთოდები სურდოს და გაციების წინააღმდეგ

არსებობს თუ არა ეფექტური ხალხური მეთოდები გაციებისა და სურდოს წინააღმდეგ? მოქმედებს თუ არა სინამდვილეში თუ პირიქით, უკუჩვენებები აღენიშნება? გვპასუხობენ ექიმი-თერაპევტები.

ჩაი დანამატებით (ლიმონი, თაფლი, ჟოლოს მურაბა, კოჭა)
ეს გემრიელი სასმელი საკმაოდ სასარგებლოა ჯანმრთელი ადამიანისთვის. თაფლი შეიცავს აუცილებელ მიკროელემენტებს: კალციუმს, მაგნიუმს, С ვიტამინს, რომელიც ლიმონშიც გვხვდება. თაფლში მისი შემცველობა კარგად აისახება ორგანიზმზე რესპირატორული და გაციების სიმპტომების დროს, თუმცა ციტრუსს შეუძლია გააღიზიანოს კუჭი, ხოლო თაფლი ძლიერი ალერგენია ამავდროულად. თუკი გადაწყვეტთ, მიიღოთ ეს ორი საშუალება ერთად, სასმელი არ უნდა
იყოს არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი. ხოლო გაციებისას რეკომენდებულია თბილი წყლის დალევა.


ჟოლო შეიცავს დიდი რაოდენობით სალიცილის მჟავას, რომელიც ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს და ამცირებს სურდოს პროცესს. ეს კარგი მხარე, ხოლო ცუდი არის ის, რომ ნებისმიერ მურაბას შეუძლია გლუკოზის დონის მომატება სისხლში და ადუნებს იმუნური სისტემის მუშაობას, რაც გაციებისას კიდევ დამატებით დატვირთვას იწვევს. არსებობს ალტერნატივა: ჩაიში რამდენიმე მარცვალი მშრალი ჟოლო შეგიძლიათ დაამატოთ.

კოჭა მატონიზირებელი ეფექტით გამოირჩევა და იმუნიტეტის სტიმულირებას უწყობს ხელს; აქვს გაციების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც სურდოს დროს ხშირია. თუმცა მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ადამიანებისთვის, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აღენიშნებათ, ჰიპერტონია, თირკმელების დაავადება. ასეთი ჩაის დალევა არ შეიძლება ძილის წინ.

ქათმის წვნიანი
სითხე სასარგებლოა სურდოს დროს, ხოლო საკვები საშუალებები წვნიანში ორგანიზმს იმუნიტეტის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. მიირთვით თამამად, თუმცა ეფექტის საგრძნობლად გაუმჯობესების მოლოდინი ნუ გექნებათ. ეს უბრალოდ კარგი ვარიანტია კვების რაციონისთვის გაციების დროს.

ყელის სავლები საშუალება მარილითა და იოდით
იოდი ხშირად ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამასთანავე, აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, გადამეტების შემთხვევაში კი შესაძლოა ცუდი შედეგი მივიღოთ. ყელის სავლები საშუალების გამოყენება სრულიად დასაშვებია, ზღვის მარილთან ერთად შერევის შემთხვევაში. მარილიანი წყალი ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელებას ხელს უშლის.


ბევრი ხალხური მეთოდი ამსუბუქებს ზოგიერთ სიმპტომს, თუმცა რისკების გათვალისწინებით, გამოყენების წინ თქვენივე ჯანმრთელობისთვის სასურველია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

წყარო:trend.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა