თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლებმა - პედიატრის რჩევები

დარ­ჩით სახ­ლში და მკაც­რად და­ი­ცა­ვით ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი - ეს არის მთა­ვა­რი მი­თი­თე­ბა, რა­საც ექი­მე­ბი იძ­ლე­ვი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან დაი­ნ­ფი­ცი­რე­ბის­გან თავის ასარიდებლად. არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა მშობ­ლებს შვი­ლებ­ზე გვაქვს გა­და­ტა­ნი­ლი. ჩვე­ნი კი­თხვე­ბით ცნო­ბილ პე­დი­ატრს, ბესო ზე­ნა­იშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

- ჯერ ზო­გა­დად კო­რო­ნა­ვირუს­ზე გვე­სა­უბ­რეთ...

- ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი არის კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი. იგი მი­ე­კუთ­ვნე­ბა ნი­დო­ვირუ­სე­ბის ოჯახს. რნმ შემ­ცვე­ლი ვირუ­სია. სა­ხე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ამ ვირუსს და­ერ­ქვა ზე­და­პირ­ზე გვირ­ვი­ნის­მაგ­ვა­რი წა­ნა­ზარ­დე­ბის გამო. ვირუ­სი აინ­ფი­ცი­რებს რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, ისე ცხო­ვე­ლებს და იწ­ვევს სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბებს. ახა­ლი
კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ავა­დო­ბა პირ­ვე­ლად გა­მოვ­ლინ­და ჩი­ნეთ­ში, ქა­ლაქ უხან­ში და მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეწო­და "კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ა­ვა­დე­ბა 2019", ანუ ვირუ­სი COVID-19. ახა­ლი ვირუ­სია და ის უკავ­შირ­დე­ბა ვირუ­სე­ბის იმა­ვე ჯგუფს, რო­მელ­საც გა­ნე­კუთ­ვნე­ბა "მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი" (SARS) და გა­ცი­ე­ბის ზო­გი­ერ­თი ფორ­მა. კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი მერ­ყე­ობს 2-14 დღე. ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის რეს­პი­რა­ცი­ულ წვე­თებ­თან (რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა ხვე­ლის ან და­ცე­მი­ნე­ბის დროს) უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის გზით და ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ზე­და­პი­რებ­თან შე­ხე­ბით. ვირუ­სი COVID-19 ზე­და­პირ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ათს ძლებს, მაგ­რამ კვდე­ბა მარ­ტი­ვი დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბი­სას.

- თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფე­ქცი­ით ბავ­შვე­ბი არ ავად­დე­ო­ოდნენ; შემ­დეგ­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ავად­დე­ბი­ან. თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლი­თი რომ ავი­ღოთ, 4 შემ­თხვე­ვა სწო­რედ ბავ­შვს და­უ­ფიქ­სირ­და. რო­გორ მიმ­დი­ნა­რ­ეობს ბავ­შვებ­ში ეს ინ­ფექ­ცია და რო­გო­რია სტა­ტის­ტი­კა ბავ­შვებ­ში ამ ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნი­სა?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ანუ COVID-19 იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა ბავ­შვთა ასაკ­ში, თუმ­ცა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად მსუ­ბუ­ქი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს ან ასიმპტო­მუ­რად. ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, თუ რა­ტომ ხდე­ბა ასე. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ცი­ნა­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არა­საკ­მა­რი­სია. არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ იმუ­ნი­ზი­რე­ბულ ბავ­შვებ­ში, კერ­ძოდ, წი­თე­ლა-წი­თუ­რას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი იწ­ვევს ჯვა­რე­დინ დამ­ცვე­ლო­ბით იმუ­ნი­ტეტს.

- რო­გო­რია ამ და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე ბავ­შვებ­ში, რა სიმპტო­მე­ბით იჩენს თავს? გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა რას უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ მშობ­ლებ­მა?

- ეს ახა­ლი ვირუ­სია და ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს ის ბავ­შვებ­ზე ან ორ­სუ­ლებ­ზე. ვი­ცით, რომ ვირუ­სით შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ, ჯერ­ჯე­რო­ბით, COVID-19 ვირუ­სით ბავ­შვე­ბის და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლია.COVID-19 ბავ­შვთა ასაკ­ში მსუ­ბუ­ქი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მათ შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლონ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში. სიმპტო­მებს შო­რის შე­იძ­ლე­ბა იყოს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, ხვე­ლა, სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი, უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფექ­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ატი­პუ­რი პნევ­მო­ნია, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მი.

- რო­გორ მო­ვაძ­ლი­ე­როთ მათი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა?

- იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის, ასე ვთქვათ, გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მე­დი­ცი­ნა­ში არ არ­სე­ბობს. ძი­რი­თა­დად, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ასა­მაღ­ლებ­ლად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სწო­რი, ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი, ადეკ­ვა­ტუ­რი კვე­ბა, სუფ­თა ჰა­ე­რი, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ზო­გა­დად ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი და მშვი­დი, რე­გუ­ლა­რუ­ლი ძი­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი რიტმი.

- აქვს თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ბა, რას ვჭამთ, რისი მი­ღე­ბაა ბავ­შვე­ბის­თვის პრევენ­ცი­ის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი?

- ზო­გა­დად, კვე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბავშვთა ასაკ­ში. კვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ად­რე­ულ ასაკ­ში არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა იწ­ვევს ისეთ დარ­ღვე­ვებს, რომ­ლე­ბიც აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, არა მხო­ლოდ ბავ­შვო­ბის, არა­მედ მო­ზარ­დო­ბი­სა და მოზ­რდი­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც. კერ­ძოდ, ფერ­ხდე­ბა ზრდის პრო­ცე­სი, გო­ნებ­რი­ვი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მო­ტო­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. იზ­რდე­ბა მოზ­რდი­ლო­ბის ასაკ­ში ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა. სწო­რი, ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა, ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი საკ­ვე­ბი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს.

წყარო:mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა