თეგებით ძიება
27. 03. 2020 News-ები

\'\' ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა“- ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა კორონავირუსის დამდგენი ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით ესპანეთმა ჩინური წარმმოების ტესტები, უვარგისობის გამო უკან გაიწვია. იგივე ასევე აღნიშნავს რომ ტესტების ქვეყანაში შემოსვლამდე ხდება შესაბამიის გადამოწმება ლუგარის აპრობირებული სისტემით. აქედან გამომდინარე საქართველოს მოქალაქეებისათვის ნაკლებად მოსალოდენლია მცდარი დიაგნოსტიკის დასმა.

„ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, ვიტყვი იმას, რომ კომპანია ბიო ოსმა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან , თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და განვმეორდე, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მცდარი დიაგნოსტიკა“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ კომპანიაში თანხა საქართველოს მთავრობას არ გადაურიცხავს. როდესაც მოხდეაბ ტესტების საანდობა დამტკიცებული მაშინ მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

„თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში. ხელშეკრულება არის ანოლირებული, გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასტან, რომელთანაც ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით,. გამოგზავნილი იქნება პირველი სატეტსტო 2000 ტესტი. იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამტკიცებული და მაღალი, ჩვენ მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას.

ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების რეკომენდაციით, ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით.აქედან გამომდინარე, ჩვენ მუფმივ რეჟიმში ვაკეთებთ გადაზღვევას არააკრედიტირებული და არააპრობირებული ტესტების ბაზარზე შემოტანისთვის“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა