თეგებით ძიება
30. 03. 2020 News-ები

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი უარყოფს, რომ გუდაუთის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი აქვს

28 მარტს გუდაუთის საავადმყოფოში მოათავსეს პაციენტი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები ჰქონდა. პაციენტი გუდაუთაში სოხუმის საავადმყოფოდან გადაიყვაბეს.
საოკუპაციო რეჟიმის "კორონავირუსისაგან დაცვის ოპერატიული შტაბის" ინფორმაციით პაციენტის ანალიზები სპეციალურ შემოწმებაზე იქნა გადაგზავნილი და მათი პასუხების მიხედვით, იგი COVID-19-ით არ არის დაავადებული, მას ჩვეულებრივი პნევმონია აქვს.

შტაბი ასევე აცხადებს, რომ იგი მონიტორინგს უწევს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მედიასა და სოციალურ ქსელებს, რათა მათი მეშვეობით არ მოხდეს კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა