თეგებით ძიება
30. 03. 2020 News-ები

მან ვერ წარმოადგინა კორონავირუსთან ბრძოლის რეალური გეგმა - უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გადააყენეს

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ილია ემცი თანამდებობიდან გადააყენა. ამ გადაწყვეტილებას 271 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის ხელისუფლება მინისტრით უკმაყოფილო იმის გამო იყო, რომ მან ვერ წარმოადგინა კორონავირუსთან ბრძოლის რეალური გეგმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრის პოსტზე ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მაქსიმ სტეპანოვის კანდიდატურა განიხილება.

30 მარტისთვის უკრაინაში COVID-19-ით 480 ადამიანია დაავადებული, მათგან11 გარდაიცვალა და 6 გამოჯანმრთელდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა