თეგებით ძიება
30. 03. 2020 News-ები

საქართველოს 4 მლნ-ზე მეტი მოქალაქის პირადი მონაცემების გასაჯაროება და საფრთხეები წინასაარჩევნოდ - ოპოზიცია პასუხისმგებლობას აკისრებს

საქართველოს 4 - მილიონზე მეტი მოქალაქის პირადი მონაცემების გასაჯაროება და საფრთხეები - აღნიშნულ ფაქტს ოპოზიციაში გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტების მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ და ფაქტს საგანგაშოს უწოდებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ როგორ მოხდა დაცული ბაზის გატეხვა და ყველანაირი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება.

"ეს არის საგანგაშო ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გავრცელდა პირადი მონაცემები. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება უნდა გატარდეს. იმ სამინისტროებმა, ვისაც ეს ეხება ფაქტი უნდა დაადასტურონ ან უარყონ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება იმაზე, თუ როგორ მოხდა დაცული ბაზა გატყდა და გამოტანილი იქნა ყველანაირი პირადი ინფორმაცია , მათ შორის არასრულწლოვანების მონაცემებიც. ეს საქმე დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული" - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას გამოძიების იმედი არ აქვს, იგი აცხადებს, რომ ისევე, როგორც სხვა ფაქტებზე აღნიშნულ ფაქტზეც არანაირი შედეგი არ დადგება.

"დიდი ხანია ცნობილია, რომ ამ მონაცებით სარგებლობდა მმართველი გუნდი ანუ მხოლოდ ოპონენტებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ფაქტი თუ დადასტურდა, ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტი ადამიანის ხელშია მონაცემები, უფრო დიდია ინფორმაციის გაჟონვის ალბათობა. მოლოდინი და ნდობა იმისი, რომ რამის გამოძიება მოხდება არის დაბალი. ბევრი სხვა ფაქტი მოხდა , სადაც თქვეს, რომ გამოვიძიებთო, მაგრამ არანაირი შედეგი არ დადგა, სამწუხაროდ" - აცხადებს გიგია ბოკერია.

პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პასუხისმგებლობას მთავრობას ანიჭებს და აცხადებს, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს ასე მარტივად ტეხავენ მონაცემტა ბაზებს, ნიშნავს იმას რომ სისტემა არის ჩამოშლილი.

"ეს არის დანაშაული, კონკრეტულად იმ უწყების, რომელმაც ვერ მოუარა ამ მონაცემებს. მეგობრებო, საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით და საგანგებო მდგომარეობის დროს საგანგებო დაცვის ნორმები უნდა იყოს მიღებული ნებისმიერ მონაცემტა ბაზაზე. ამ დროს რომ ასე მარტივად გიტეხავენ ბაზას, საქმეს არავინ აკეთებს. სისხლის სამართლებრივი საკითხი უნდა დაიდგას და ჰაკერები მოიძებნოს. როცა საგანგებო მდგომარეობაში ასეთი ფაქტი ხდება, ეს ნიშნავს იმას რომ სისტემა ჩამოშლილია და არ მუშაობს. ამაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა" - აცხადებს ვაშაძე.

ფაქტთან დაკავშირებით, "აიტი" სპეციალისტები რამდენიმე საკითხზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მოქალაქეების პერსონალური მონაცემები შესაძლოა გამოიყენონ წინასაარჩევნოდ და ასევე ნებისმიერი ჩვენგანის პირადი მონაცემები შესაძლოა გამოუენებული იყოს ჩვენივე საბანკო ანგარიშებზე წვდომისთვის.
"დიდი მასივია ინფორმაიის წაღებული, რაც გამოდგება მოქალაქეების იდენთიფიკაციისთვის, ეს შეიძლება ეხებოდეს არცევნების ბაზების მწობრიდან გამოყვანას, ამ ყველაფერს შესაძლოა არჩევნების შედეგებზე ჰქონდეს ძალიან ნეგატიური გავლენა. რაც უფრო ელექტრონული ხდება ცხოვრება ბუნებრივია, პერსონალური მონაცემებით ძალან ბევრი ქმედების გაკეთება. ეს არის კრიმინალი, პიროვნების მოპარვა. ამით შეიძლება ფინანსური თქღლითობის განხორციელება, ასევე პირის იდენთიპიცირება და დევნის განხორციელება და ასევე ჟანტაჟის მიზნით გამოყენება" - აცხადებს კიბერ სისტემის კონსულტანტი და მკვლევარი, ანდრო გოცირიძე.

შსს-ში აცხადებენ, რომ ჰაკერების ქმედებების შესახებ მათთვის ცნობილი გახდა, უცხოური მედიიდან, სადაც გამოქვეყნდა მომხდართან დაკავშირებით სტატია. უწყებაში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება და დამატებით განმარტებებს ოდნავ მოგვიანებით გააკეთებენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა