თეგებით ძიება
30. 03. 2020 News-ები

თუ რთულდება სიტუაცია, თუ დისტანციის დაცვა არაა საკმარისი, სახელმწიფომ უნდა გვიკარნახოს როგორ მოვიქცეთ - მეუფე მელქისედეკი

კორონავირუსის საფრთხე და საეკლესიო რიტუალები - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს ეპარქია მაქსიმალურად იცავს.

მღველმთავარი აცხადებს, რომ თუ საკმარისი არაა ის, რასაც ეკლესია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აკეთებს, მაშინ სახელმწიფომ უნდა უკარნახოთ, როგორ მოიქცნენ.

"ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ იმ სტანდარტებს, რასაც სახელმწიფო გვიდგენს. როგორც მოვისმინე, უფრო რთულ პერიოდში გადავდივართ და გართულებებს უნდა ველოდოთ. თუ რთულდება სიტუაცია ესეც უნდა გვითხრას სახელმწიფომ. მაგალითად, გუშინ რომ ჩავატარეთ წირვა ტაძარშიც განსაზღვრული რაოდენობის ადამიანები იდგნენ დისტანციითა და ეზოშიც ისე იყვნენ განლაგებულები. თუ ეს არ ყოფნის უკვე სიტუაციას, ეს სახელმწიფომ უნდა გვითხრას, რომ უფრო რთული სიტუაციაა და რაღაც იმოქმედეთ. ჩვენ გვაქვს დასკვნა, რომ ჯერ რასაც ვაკეთებთ, ეს საკმარისია. თუ არ არის საკმარისი, სახელმწიფომ უნდა გვიკარნახოს როგორ მოვიქცეთ", — განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა