თეგებით ძიება
30. 03. 2020 News-ები

რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი - ჩინელი მეცნიერებმა ზუსტი ტემბერატურა დაადგინეს

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და ტემპერატურის მაჩვენებელი დაადგინეს, რომლის პირობებშიც კორონავირუსი ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად აქტიურია.

დაკვირვებებმა ცხადყო, რომ კორონავირუსი ყველაზე აქტიურია დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე, ხოლო დეზინფექციის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ 14 დღის შემდეგ მცირდება მისი აქტიურობა.

ამასთან, COVID-19 ძალიან მგრძნობიარეა +70 ცელსიუს ტემპერატურაზე და ხუთი წუთის განმავლობაში კვდება. +56 ცელსიუს ტემპერატურაზე ახალი კორონავირუსი აქტიური იყო 30 წუთამდე პერიოდის განმავლობაში, +37 ცელსიუს ტემპერატურაზე ორ დღემდე პერიოდის განმავლობაში, ხოლო +22 ცელსიუს ტემპერატურაზე კი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა