თეგებით ძიება
30. 03. 2020 News-ები

საყოველთაო კარანტინი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე – რა შეზღუდვები დაწესდება 31 მარტის დილის 08:00 საათიდან

საყოველთაო კარანტინი და გამკაცრებული ზომები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე - პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან ამოქმედდება.







იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება,დასაშვებია მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით მგზავრობა (ავტომობილში უნდა იყოს მხოლოდ 3 ადამიანი, ორი ადამიანი აუცილებლად უკანა სავარძელზე)

იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება გარდა მაღაზიებსა და აფთიაქებში.
იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა (დასაშვებია მხოლოდ უახლოეს აფთიაქში, მაღაზიაში ან საავადმყოფოში გასვლის შემთხვევა)
საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ანუ ცხადდება კომენდანტის საათი.
მოეწყობა საკონტროლო პუნქტები: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისსა და გორში,
ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას პირმა უნდა იქონის პირადობის დამადატურებელი საბუთი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა